вторник, 30 января 2018 г.

პროექტი - ,, შევაყვაროთ ქიმია ყველას" შეხვედრა სამუშაოს დასაგეგმად






სსიპ ქალაქ მცხეთის N 1 საჯარო სკოლის 9-ა კლასის მოსწავლეები  პროექტზე მუშაობის პროცესში
მიზანი: მოტივაციის ამაღლება,  საგნისადმი მეტი ინტერესის გაჩენა, უკვე ნასწავლის განმტკიცება, პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა, ჯგუფური მუშაობის, კვლევისა და ანალიზის უნარების გაუმჯობესება













          











четверг, 18 января 2018 г.

პროექტით სწავლების გეგმა -,, შევაყვაროთ ქიმია ყველას ''

სასწავლო პროექტის გეგმა

სასწავლო პროექტის ავტორი: 
სახელი, გვარი:
ხათუნა თეთვაძე
ქალაქი:
მცხეთა
სკოლა:
სსიპ ქალაქ მცხეთის N1 საჯარო სკოლა
პროექტის მონახაზი: პროექტით სწავლების მეთოდის გამოყენებით მოსწავლეები დაამუშავებენ თემებს და წარუდგენენ სხვა კლასის მოსწავლეებს და პედაგოგებს.

პროექტის დასახელება
,,შევაყვაროთ ქიმია ყველას"
პროექტის შინაარსი:
პროექტით სწავლება ერთ-ერთი ინტერაქტიური მეთოდია, ამ დროს მოსწავლეები ინფორმაციის მოძიების და დამუშავების პროცესში გარდა ქიმიის საკითხების შესწავლისა გაიუმჯობესებენ სასწავლო უნარ-ჩვევებს, მე მხოლოდ ფასილიტატორის როლში ვიქნები, ბავშვები მიეჩვევიან დამოუკიდებელ მუშაობას, მეტად თავდაჯერებულები გახდებიან, 
მეტალების, არამეტალების და ნაერთთა კლასების შესწავლისას უამრავი კითხვები დაისვა, თუ სად არის ეს ნივთიერებები ჩვენს ირგვლივ, ვეხებით თუ არა მათ ჩვენს ყოველდღიურობაში, ახდენს თუ არა გავლენას მათი არსებობა ჩვენს ცხოვრებაზე, ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად მოსწავლეებიდან წამოვიდა იდეა ხომ არ გამოგვეყენებინა პროექტით სწავლების მეთოდი.
მოსწავლეებთან ერთად დავგეგმე პროექტით სწავლება, საგნისადმი მეტი ინტერესის გაჩენის და  მოტივაციის ამაღლების მიზნით,
 პროექტის ფარგლებში მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად, შეარჩევენ და გაინაწილებენ დასამუშავებელ თემებს, მოიძიებენ ინფორმაციას, დაახარისხებენ საჭირო და არასაჭირო ინფორმაციას, განიმტკიცებენ უკვე არსებულს ცოდნას და მოძიების პროცესში   შეიძენენ ახალ ცოდნასა და უნარებს, დაამზადებენ საპრეზენტაციო მასალას და წარუდგენენ სხვა კლასის მოსწავლეებსა და პედაგოგებს.
  საგანი:
ქიმია
საფეხური/კლასი
საბაზო საფეხური/ 9 კლასი
პროექტის განხორციელების დრო
6 კვირა ( კვირაში შეხვედრების რაოდენობა ერთი ან საჭიროებისამებრ )
 მიზანი: ქიმიის სწავლა გავხადო სახალისო, მოსწავლეს  ინტერესი გაუჩნდეს  მეტი გაიგოს ბუნებაში მიმდინარე ქიმიური პროცესების  შესახებ, აუმაღლდეს მოტივაცია.  დარწმუნდეს,  რომ ქიმია მხოლოდ სახელმძღვანელო წიგნებში კი არა ჩვენს გარშემოა, ჩვენს ყოველდღიურობაშია.
განიმტკიცოს ცოდნა და უნარ-ჩვევები.
საგნობრივი სტანდარტები:
პროექტიკვლ.IX.3.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო  საშუალების  გამოყენებით.
     იმ.IX.7.მოსწავლეს შეუძლია გარემოზე  დაკვირვება და მოპოვებული მონაცემების  ქიმიის თვალსაზრისით  შეფასება.   
   ქიმ.IX.5.მოსწავლეს შეუძლია  მეტალთა და არამეტალთა თვისებების კვლევა.        

სასწავლო მიზნები და სწავლის შედეგები:
შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • იყენებს სხვადასხვა ხერხს  (დიაგრამებს, ცხრილებს, გრაფიკებს, სიებს) მონაცემთა წარმოსადგენად
  • იყენებს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს თვისბრივი და რაოდენობრივი მონაცემების წარმოსადგენად. 
   ·  წარმოადგენს მჟავა წვიმების წარმოქმნის პროცესს სხვადასხვა გამომსახველობითი საშუალებებით (ნახატი, დიაგრამა, რეაქციის სქემები);
  ·   აღწერს მჟავა წვიმების მოქმედების უარყოფით შედეგებს ორგანიზმებსა და მასალებზე დასახავს მჟავა წვიმების გამომწვევი ოქსიდების გამოყოფის შემცირების გზებს;
  · განასხვავებს მჟავა და ფუძე ოქსიდებს; მსჯელობს მათ ქიმიურ თვისებებზე (ფუძე ოქსიდები შეესაბამება ფუძეებს, მჟავა ოქსიდები - მჟავებს);
   ·     ასახელებს ზოგიერთ მარილს, მათი გამოყენების სფეროს ყოფა-ცხოვრებაში
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა:
არსებობს თუ არა ქიმია ყველგან ჩვენს გარშემო?
თემატური კითხვები:

როდის ჩამოყალიბდა ქიმია როგორც მეცნიერება?
რა ქიმიური პროცესები მიმდინარეობს ჩვენს ირგვლივ? დავასახელოთ ქიმიური მოვლენები.
რომელი აირებისგან შედგება ჰაერი?
რას ნიშნავს მჟავა წვიმა?
რას შეცვლის ნიადაგში მოხვედრილი მჟავა წვიმა?
დავასახელოთ მეტალების ფიზიკური და ქიმიური თვისებები?
ყოფა-ცხოვრებაში რა გამოყენება აქვთ მეტალებს?
რა არის მინერალი?
რომელი ნივთიერებებისგან შედგება მინერალები?
რატომ აქვთ სხვადასხვა ფერები მინერალებს?
შინაარსობრივი კითხვები:





რომელია აირადი ოქსიდები?
ჰაერში გავრცელებული ოქსიდები რომელ ჯგუფს მიეკუთვნება
მჟავა ოქსიდებს, თუ ფუძე  ოქსიდებს?
საიდან შიძლება მოხვდეს ეს აირები ჰაერში?
რა ნივთიერება მიიღება ამ ოქსიდების წყალში გახსნით წვიმის დროს?
რა პროცესებს გამოიწვევს ასეთი  წვიმა ნიადაგში მოხვედრისას?
რა ზიანს მოუტანს ასეთი წვიმა მეტალის ნაგებობებს?
ნაერთთა რომელ კლასს ეკუთვნის კირქვა, ნახშირორჟანგი, მახშირმჟავა?
ნახშირორჟანგი ურთიერთქმედებს თუ არა წყალთან?რა ნივთიერება მიიღება მათი ურთიერთქმედებისას? ნაერთთა რომელ კლასს ეკუთვნის?
კირქვა იხსნება თუ არა წყალში? მჟავაში?
იხსნება თუ არა ჰიდროკარბონატი წყალში? რა მოხდება ამ დროს ქანებში?
მინერალები რომელი ნივთიერებისგან შედგება?

როგორი სახით  მოიპოვებენ მეტალებს?  თავისუფალი თუ ნაერთების სახით?
რა ქიმიური და ფიზიკური თვისებებით ხასიათდებიან მეტალები?
რა კავშირია მეტალის ბუნებაში გავრცელებას, მოპოვებასა და დამუშავებას შორის და კაცობრიობის განვითარების ქვის, ბრინჯაოს და რკინის ხანას შორის?

შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო (შეფასების სტრატეგიები)

პროექტის მსვლელობის ეტაპები
რა ცოდნას და უნარ-ჩვევებს ვაფასებ
შეფასების საშუალება
პროექტის დასაწყისში
შვაფასებ რამდენად ფლობენ მოსწავლეები პროექტის განხორციელებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს, მაგალითად ინფორმაციის მოძიებას, სლაიდ შოუს მომზადებას,
 განასხვავებენ თუ არა მეტალებსა და არამეტალებს.
მჟავა და ფუძე ოქსიდების თვისებებს, 
კითხვა-პასუხი.
პროექტის მსვლელობისას
შევაფასებ ჯგუფური მუშაობას,
ინფორმაციის მოძიებას და დახარისხებას.


ჯგუფური მუშაობის,
ინფორმაციის მოძიების შეფასების კრიტერიუმებით.
პროექტის დასრულების შემდეგ
პრეზენტაციის უნარ-ჩვევებს,
ასევე რამდენად შეესაბამება  წარმოდგენილი პროდუქტი თემას
ასევე ჩავატარებ მინი კვლევას რომელიც დაადგენს რამდენად
პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმებით.
 ასევე პროექტის დასრულების შემდეგ ჩავატარებ გამოკითხვას, რისი საშუალებითაც დავადგენ  რამდენად ეფექტიანი იყო გამოყენებული მეთოდი და მივაღწიე თუ არა მიზანს.
შეფასების მოკლე მონახაზი
შეფასების რუბრიკები:

ინფორმაციის მოძიების შეფასების რუბრიკა
ჯამური ქულა 15
კრიტერიუმები
1
2
3
4
5
მოძიებული მასალა შეესაბამება საკითხს/თემას





გამოყენებულია მრავალფეროვანი საიფორმაციო წყარო/საშუალება





მოპოვებული ინფორმაცია ორგანიზებულია







ჯგუფური მუშაობის შეფასების კრიტერიუმები:

ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
ჯამური ქულა 10


                                                                 
დიახ
არა
ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია
2
1
ჯგუფის წევრები უსმენე ერთმანეთს
2
1
ჯგუფის წევრები თანამშრომლობენ (აზრის გამოხატვის თანაბარი პირობები)
2
1
ჯგუფი პრეზენტაციისას წარმოადგენს მთავარ იდეას, აკეთებს დასკვნებს
2
1
ჯგუფი იცავს დროის ლიმიტს
2
1


პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
(ჯამური ქულა 30)
კრიტერიუმები
1
2
3
4
5
პასუხობს თემას





ფლობს აუდიტორიას (იყენებს მიმიკას, ჟესტიკულაციას, ინტონაციას)





საუბრობს გამართული ენით და იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას





იყენებს განსხვავებულ წყაროებს





იყენებს თვალსაჩინოებას





იცავს დროის ლიმიტს







კითხვარი პროექტის მონაწილეთათვის
( პროექტის დასრულების შემდეგ)
გთხოვთ ათბალიანი შეფასებით შეაფასოთ პროექტის მიმდინარეობა და შედეგები! (შემოხაზეთ სასურველი შეფასება და კომენტარი გაუკეთეთ თქვენს შეფასებებს)
1.რამდენად გასაგები და მისაღები იყო თქვენთვის ეს პროექტი?
     1       2       3       4       5         6         7         8         9            10
2.რამდენად გამჭვირვალე და ობიექტური იყო შეფასების სისტემა და თავად შეფასება?
     1       2       3       4       5         6         7         8         9            10
3.რამდენად საინტერესოდ იყო შერჩეული თემები  პროექტისათვის?
     1       2       3       4       5         6         7         8         9            10
4, რამდენად გაამართლა თქვენი მოლოდინები პროექტმა?
     1       2       3       4       5         6         7         8         9            10
5.გსურთ , რომ კიდევ გაგრძელდეს მსგავსი პროექტი?
     1       2       3       4       5         6         7         8         9            10
6. თქვენი აზრით, რა ხარვეზი ჰქონდა ამ კონკრეტულ პროექტს?
 პასუხი: ---------------------------------------------------------------
7. რა მოგცათ პირადად თქვენ ამ პროექტმა?
პასუხი:-------------------------------------------------------------------------
8.რას მოელოდით ამ პროექტისაგან
პასუხი:-------------------------------------------------------------------------------------------------
სხვა საკითხები
წინარე ცოდნა
არაორგანულ ნაერთთა კლასები, მათი თვისებები, რეაქციის განტოლებების შედგენა, მეტალები და არამეტალების ფიზიკური და ქიმიური თვისებები,შენადნობების თვისებები, დიდი ტექსტის დამუშავება და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიძიება.
ინტერნეტით ინფორმაციის მოძიება,  PowerPoint-იტ პროგრამის გამოყენება.
სასწავლო პროცედურები:
თავდაპირველად გაკვეთილზე დაისვა კითხვა:  რა გავლენას ახდენს ქიმია გარემოზე?
შევთავაზე დაგვეგეგმა პროექტგაკვეთილი( პროექტით სწავლების მეთოდი). 
აქტივობა : 
შევიკრიბეთ და დავგეგმეთ პროექტგაკვეთილისთვის  ჩასატარებელი სამუშაოები. გადავწყვიტეთ კვირაში ერთხელ ან საჭიროების მიხედვით შეკრება,  ჯგუფური მუშაობის გამოყენება, დასამუშავებელი თემების შერჩევა, ინფორმაციის მოძიება, ერთმანეთთან გაზიარება, საპრეზენტაციო მასალის შექმნა და სხვა კლასის მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან  გაზიარება.
  აქტივობა:  წინარე ცოდნის გააქტიურება.
აქტივობა: შევადგინეთ შეფასების კრიტერიუმები და შევთანხმდით რომ შევაფასებდი ჯგუფურ მუშაობას, ინფორმაციის მოძიებას დამუშავებას და პრეზენტაციას,
 აქტივობაეროვნული სასწავლო გეგმიდან გამომდინარე მე-9 კლასის  სტანდარტის მიხედვით შევარჩიეთ თემები  და დავასათაურეთ: 1) ქიმიიდან ქიმიამდე  2) კარსტული მღვიმეები 3) მეტალები და ისტორია 4) მინერალები.
მოსწავლეთა სურვილის გათვალისწინებით დაიყო კლასი ჯგუფებად, გაინაწილეს დასამუშავებელი თემები. 
 აქტივობა:   
 მოსწავლეებმა გადაინაწილეს   ფუნქციები , მივეცი მითითებები თუ სად უნდა მოეძებნათ საჭირო ინფორმაცია.
 აქტივობა:
 მოძიებული ინფორმაცია გაუზიარეს ერთმანეთს,   რეაქციის განტოლებები  დავამატეთ,სადაც ეტაპოვრივად ფორმულებით ჩანს მჟავა წვიმების წარმოქმნა და მთის ქანებზე მათი ძემოქმედება.  ასევე ზედმეტი ინფორმაციებიც ბევრი ქონდათ, მაგალითად სინათლის სპექტრთან დაკავშირებით, რაც არ პასუხობდა თემას ,
 აქტივობა:
უკვე დამუშავებელი მასალა გააცნეს ერთმანეთს, დაიწყეს PowerPoint-ის პროგრამის გამოყენებით საპრეზენტაციო პროდუქტის მომზადება.
 აქტივობა:
მომზადებული პრეზენტაციები გამომიგზავნეს მეილზე, გავეცანი, მივეცი კიდევ ერთხელ მითითებები, ჩეიტანეს შესწორებები სადაც საჭირო იყო,
აქტივობა: 
 გაკვეთილზე წარადგინეს  პრეზენტაციები კლასის წინაშე.ასევე დაგეგმეს სხვა კლასის მოსწავლეებისთვისაც გაეზიარებინა, 

აქტივობა: 2018 წლის 5 მარტს სასკოლო სასწავლო კონფერენციის ფარგლებში პრეზენტატორებმა წარმოადგინეს ნამუშევრები.

აქტივობა:  პროექტის უკეთ შეფასების მიზნით  პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს შევავსებინე კითხვარი. 
დიფერენცირებული სწავლება
სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეები
9 კლასში  არ არის  სსსმ მოსწავლე, თუმცა ჯგუფების შექმნის დროს ვეცადე უფრო  მაღალი  აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლის ჯგუფში ყოფილიყო დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლე და მათი ფუნქციებიც გადანაწილდა შესაძლებლობის მიხედვით, 
არაქართულენოვანი მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)
არაქართულენოვანი მოსწავლეები არ არის 9 კლასში

სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები
აპარატურული უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
კომპიუტერ(ებ)ი
მეხსიერების ბარათი/ჩიპი
მობილური ტელეფონი
ფოტო/ვიდეო კამერა
პრინტერი
ინტერნეტკავშირი
პროექტორი
სკანერი
ვიდეოკონფერენციის მოწყობილობა
ლაზერული დისკი /ჩიპი
ტელევიზორი
სხვა ----------
პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
ტექსტური რედაქტორი
ელ. ფოსტა
ვებედიტორი
ელ. ცხრილები
 ვიდეო/აუდიო რედაქტორი
ტესტირების პროგრამა
გრაფიკული რედაქტორი
საგამომცემლო პროგრამა
ბლოგი
საპრეზენტაციო პროგრამა
ელ. ენციკლოპედია
 სხვა ----------
ვებბრაუზერი
ელ. კითხვარი

ბეჭდური მასალები
ა)9კლასის ქიმიის სახელმძღვანელო, 
ბ) მეცნიერების ენციკლოპედია(ენციკლოპედია+ინტერნეტი)-ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაwww.sulakauri.ge
გ) საყმაწვილო ენციკლოპედია დილა, წიგნი მეთოთხმეტე ქიმია.ISBN 99940-811-2-8 ( XIV წიგნის)
ინვენტარი/მასალები
კომპიუტერი, პრინტერი, მეხსიერების ბარათი, პროექტორი,
გამოყენებული
ინტერნეტრესურსები
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B%E1%83%A6%E1%83%95%
E1%83%98%E1%83%9B%E1%83%94

https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B%E1%83%98%E1%83
%9C%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%9
4%E1%83%91%E1%83%98


https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%
9B%E1%83%98%E1%83%90

https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9A%E1%83%98%E1%
83%97%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98
სხვა:




სსიპ ქალაქ მცხეთის N1 საჯარო სკოლის ქიმიის პედაგოგის ხათუნა თეთვაძის
პროექტგაკვეთილის  რეფლექსია
2017-18 სასწავლო წლის მე-2 სემესტრის დასაწყისში მე-9 კლასის მოსწავლეებთან ერთად დავგეგმეთ  პროექტგაკვეთილი: ,, შევაყვაროთ ქიმია ყველას"
 პროექტის მიზანი: ქიმიის სწავლა გავხადო სახალისო, მოსწავლეს  ინტერესი გაუჩნდეს  მეტი გაიგოს ბუნებაში მიმდინარე ქიმიური პროცესების  შესახებ, აუმაღლდეს მოტივაცია.  დარწმუნდეს,  რომ ქიმია მხოლოდ სახელმძღვანელო წიგნებში კი არა ჩვენს გარშემოა, ჩვენს ყოველდღიურობაშია. განიმტკიცოს ცოდნა და უნარ-ჩვევები.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებთან ერთად დავგეგმეთ აქტივობები, შევთანხმდით შეფასების დროსა და კრიტერიუმებზე,
 როცა მოსწავლეებს პროექტის დასრულების შემდეგ კითხვარი შევავსებინე და შედეგები გავაანალიზე დავრწმუნდი რომ მიზანს მივაღწიე,  პრეზენტაციების შემდეგ ქიმიის გაკვეთილზე უამრავი იდეა გაახმოვანეს, დასამუშავებელი თემებიც კი მოიფიქრეს,  დაისვა პრობლემური კითხვა: გაიხსენეს რომ ქლორი ტოქსიკურია, მაშინ რატომ იყენებენ წყლის სადეზინფექციოდ? შეიძლება შეიკრიბოს რამდენიმე ასეთი კითხვა და  გაგრძელდეს პროექტი,
ვერ ვიტყვი რომ მხოლოდ მოკლევადიანი მიზანი  იქნა მიღწეული რაც თემების დამუშავებას და წარდგენაში გამოიხატა.პრეზენტაცია გააკეთეს ისეთმა ბავშვებმა გაკვეთილზე დაფასთან გამოსვლა რომ რცხვენიათ,  ვთვლი რომ მათი გაბედულება პროექტის შედეგია და დარწმუნებული ვარ მომავალშიც გაგრძელდება მათი განვითარება ამ კუთხით. თუცა ერთმა ბავშვმა ჯგუფში კარგად იმუშავა, ყველა დაგეგმილ აქტივობებში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ პრეზენტაციის დროს მთხოვა თუ შეიძლება მე ვერ წარვადგენ ჩემს ნაწილს და ჯგუფის წევრებმა იქნებ გაინაწილონო, გადავანაწილეთ. თუმცა ამ ბავშვს მაინც გამოვუძებნეთ ფუნქცია, კომპიუტერთან დაჯდა და პრეზენტატორებს ეხმარებოდა სლაიდების შეცვლაში. მომავალში მსგავსი აქტივობის დაგეგმისას საჭირო იქნება ამ მოსწავლესთან განსხვავებული მეთოდების გამოყენება, რათა დაძლიოს საზოგადოების წინაშე გამოსვლის შიში და მორიდება,
აქტივობები ძირითადად გეგმის მიხედვით მიმდინარეობდა,, მხოლოდ პრეზენტაციის დღეს ერთი  მოსწავლე ავადმყოფობის გამო ვერ მოვიდა სკოლაში, თუმცა ჯგუფის წევრებმა გადაინაწილეს ფუნქციები და წარდგენამ წარმატებით ჩაიარა.
 ამ ორი ფაქტის გამო მოსწავლეებს დროის მცირე მონაკვეთში  დასჭირდათ ჯგუფის სხვა წევრის ფუნქციის  გადანაწილება, ეს ფაქტიც კი მოსწავლეთა უნარ-ჩვევების გაუმჯობესების დადასყურებად შეიძლება ჩაითვალოს
პროექტის მონაწილეება განიმტკიცეს ცოდნა და უნარ-ჩვევები, დარწმუნდენ თავიანთ შესაძლებლობებში, პროექტის მსვლელობის პროცესში მონაცემთა დახარისხებასთან და სისტემატიზაციასთან   დაკავშირებით მინი დაბატებიც კი გამართეს, სადაც საკუთარი აზრის დაცვა დასჭირდათ, ასეთი  აქტივობები მათ დაეხმარებათ თანდათანობით წარმატებულ ადამიანებად ჩამოყალიბებაში.
პროექტის დასაწყისში შევაფასე წინარე ცოდნა და მივეცი განმავითარებელი უკუკავშირი,
მსვლელობისას შევაფასე ჯგუფური მუშაობა და ინფორმაციის მოძიება , ორგანიზება
პროექტის ბოლოს შევაფასე პრეზენტაციები და პროექტის შეფასების მიზნით შევავსებინე კითხვარი.
 გამოკითხვის შედეგები:
1კრიტერიუმი ) გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა რომ პროექტით სწავლების მეთოდი მისაღები და გასაგები  არის მოსწავლეთა დაახლოებით 85 %-ისთვის ( 8,9,10  ქულით შეაფასეს)
2 კრიტერიუმი) შეფასების კრიტერიუმები ერთად შევადგინეთ და შესაბამისად მათთვის გამჭვირვალე იყო რას შევაფასებდი და რა კრიტერიუმებით,( 92%-მა შეაფასა 8,9, 10 ქულით)

3 კრიტერიუმი) შერჩეული თემებიც გამოკითხულთა უმრავლესობისთვი-90 % საინტერესო იყო ( 8,9,10 ქულით შეაფასეს), თუმცა რამდენიმე მოსწავლის მხრიდან ზეპირად აღინიშნა რომ თემა ,,ქიმიიდან ქიმიამდე", სადაც ქიმიის განვითარების  და მეცნიერებად ჩამოყალიბების ისტორია იყო განხილული  ნაკლებად საინტერესო იყო და შეიძლებოდა უფრო მეტი ფაქტებით დატვირთული.
4-5 კრიტერიუმი)  ყველა მოსწავლემ-100%-მა ( 10 ქულით შეაფასეს) უპასუხა რომ მათი მოლოდინები გაამართლა პროექტმა და სურთ კვლავაც გაგრძელდეს.
6 კითხვა- რა ხარვეზი ქონდა პროექტს: მოსწავლეთა უმრავლესობა მოერიდა პასუხის გაცემას ან არ იცოდნენ რა დაეწერათ, ერთმა დაწერა რომ გაკვეთილების შემდეგ დარჩენა არ არის მისთვის სასურველი, ერთს ცდების ჩატარება უფრო მოეწონებოდა.
7კითხვა-  რა მოგცათ პროექტმა, უმრავლესობამ უპასუხა რომ ქიმია ძალიან საინტერესო საგანია, სურვილი გაუჩნდათ კიდევ მეთი ინფორმაცია მოიძიონ წყალში ხსნადი და უხსნადი მარილების შესახებ, ასევე დაინტერესდნენ მთის ქანების შემცველობით, ერთმა მოსწავლემ დაწერა რომ პრომეთეს მღვიმე აქვს დათვალიერებული და სიამოვნებით წავიდოდა კიდევ ერთხელ და ახლა სულ სხვაგვარად შეხედავდა სტალაგმიტებს და სტალაქტიტებს. დავასკვენი რომ მათში ინტერესი გამოიწვია.
8 კითხვა- რას მოელოდით ამ პროექტისგან, თითქმის ველა პასუხი მსგავსი იყო, მაგრამ საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის ერთი პასუხი მოსწავლემ მითხრა რას არ მოელოდა, აღმოჩნდა რომ თავიდან არ უნდოდა პროექტში მონაწილეობა, მაგრამ მუშაობის პროცეცში იმდენი საინტერესო ინფორმაცია მოიძია და გაეცნო, არარ უნდოდა პროექტის დამთავრება, ამას ნამდვილად არ მოველოდი ჩემი თავისგანო.

 ჩემს მიზანს- მეტი დაინტერესება გამომეწვია მიღწეულად ვთვლი.
აქტივობების დამატება არ დამჭირვებია, თუმცა მომავალში მსგავსი პროექტის განხორციელებისას დავამატებ სადემონსტრაციო ცდებს, ახლაც ვფიქრობდი, მაგრამ პირველად მოვსინჯე პროექტგაკვეთილი  და არ ვიცოდი  მოსწავლეთა წინარე უნარ-ჩვევები საკმარისი იქნებოდა თუ არა ასეთი აქტივობისთვის.

პროექტგაკვეთილის მასალები განთავსებული ბლოგზე:
https://www.blogger.com/blogger.g?blogID=6711968239410985726#allposts/postNum=4


                                                                                                                  12/03/2018 წელი