понедельник, 12 марта 2018 г.

პროექტის ,, შევაყვაროთ ქიმია ყველას" რეფლექსია

სსიპ ქალაქ მცხეთის N1 საჯარო სკოლის ქიმიის პედაგოგის ხათუნა თეთვაძისპროექტგაკვეთილის  რეფლექსია2017-18 სასწავლო წლის მე-2 სემესტრის დასაწყისში მე-9 კლასის მოსწავლეებთან ერთად დავგეგმეთ  პროექტგაკვეთილი: ,, შევაყვაროთ ქიმია ყველას" პროექტის მიზანი: ქიმიის სწავლა გავხადო სახალისო, მოსწავლეს  ინტერესი გაუჩნდეს  მეტი გაიგოს ბუნებაში მიმდინარე ქიმიური პროცესების  შესახებ, აუმაღლდეს მოტივაცია.  დარწმუნდეს,  რომ ქიმია მხოლოდ სახელმძღვანელო წიგნებში კი არა ჩვენს გარშემოა, ჩვენს ყოველდღიურობაშია. განიმტკიცოს ცოდნა და უნარ-ჩვევები.პროექტის ფარგლებში მოსწავლეებთან ერთად დავგეგმეთ აქტივობები, შევთანხმდით შეფასების დროსა და კრიტერიუმებზე, როცა მოსწავლეებს პროექტის დასრულების შემდეგ კითხვარი შევავსებინე და შედეგები გავაანალიზე დავრწმუნდი რომ მიზანს მივაღწიე,  პრეზენტაციების შემდეგ ქიმიის გაკვეთილზე უამრავი იდეა გაახმოვანეს, დასამუშავებელი თემებიც კი მოიფიქრეს,  დაისვა პრობლემური კითხვა: გაიხსენეს რომ ქლორი ტოქსიკურია, მაშინ რატომ იყენებენ წყლის სადეზინფექციოდ? შეიძლება შეიკრიბოს რამდენიმე ასეთი კითხვა და  გაგრძელდეს პროექტი,
ვერ ვიტყვი რომ მხოლოდ მოკლევადიანი მიზანი  იქნა მიღწეული რაც თემების დამუშავებას და წარდგენაში გამოიხატა.პრეზენტაცია გააკეთეს ისეთმა ბავშვებმა გაკვეთილზე დაფასთან გამოსვლა რომ რცხვენიათ,  ვთვლი რომ მათი გაბედულება პროექტის შედეგია და დარწმუნებული ვარ მომავალშიც გაგრძელდება მათი განვითარება ამ კუთხით. თუცა ერთმა ბავშვმა ჯგუფში კარგად იმუშავა, ყველა დაგეგმილ აქტივობებში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ პრეზენტაციის დროს მთხოვა თუ შეიძლება მე ვერ წარვადგენ ჩემს ნაწილს და ჯგუფის წევრებმა იქნებ გაინაწილონო, გადავანაწილეთ. თუმცა ამ ბავშვს მაინც გამოვუძებნეთ ფუნქცია, კომპიუტერთან დაჯდა და პრეზენტატორებს ეხმარებოდა სლაიდების შეცვლაში. მომავალში მსგავსი აქტივობის დაგეგმისას საჭირო იქნება ამ მოსწავლესთან განსხვავებული მეთოდების გამოყენება, რათა დაძლიოს საზოგადოების წინაშე გამოსვლის შიში და მორიდება,
აქტივობები ძირითადად გეგმის მიხედვით მიმდინარეობდა,, მხოლოდ პრეზენტაციის დღეს ერთი  მოსწავლე ავადმყოფობის გამო ვერ მოვიდა სკოლაში, თუმცა ჯგუფის წევრებმა გადაინაწილეს ფუნქციები და წარდგენამ წარმატებით ჩაიარა.
 ამ ორი ფაქტის გამო მოსწავლეებს დროის მცირე მონაკვეთში  დასჭირდათ ჯგუფის სხვა წევრის ფუნქციის  გადანაწილება, ეს ფაქტიც კი მოსწავლეთა უნარ-ჩვევების გაუმჯობესების დადასყურებად შეიძლება ჩაითვალოს
პროექტის მონაწილეება განიმტკიცეს ცოდნა და უნარ-ჩვევები, დარწმუნდენ თავიანთ შესაძლებლობებში, პროექტის მსვლელობის პროცესში მონაცემთა დახარისხებასთან და სისტემატიზაციასთან   დაკავშირებით მინი დაბატებიც კი გამართეს, სადაც საკუთარი აზრის დაცვა დასჭირდათ, ასეთი  აქტივობები მათ დაეხმარებათ თანდათანობით წარმატებულ ადამიანებად ჩამოყალიბებაში.
პროექტის დასაწყისში შევაფასე წინარე ცოდნა და მივეცი განმავითარებელი უკუკავშირი,
მსვლელობისას შევაფასე ჯგუფური მუშაობა და ინფორმაციის მოძიება , ორგანიზება
პროექტის ბოლოს შევაფასე პრეზენტაციები და პროექტის შეფასების მიზნით შევავსებინე კითხვარი.
 გამოკითხვის შედეგები:1კრიტერიუმი ) გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა რომ პროექტით სწავლების მეთოდი მისაღები და გასაგები  არის მოსწავლეთა დაახლოებით 85 %-ისთვის ( 8,9,10  ქულით შეაფასეს)
2 კრიტერიუმი) შეფასების კრიტერიუმები ერთად შევადგინეთ და შესაბამისად მათთვის გამჭვირვალე იყო რას შევაფასებდი და რა კრიტერიუმებით,( 92%-მა შეაფასა 8,9, 10 ქულით)
3 კრიტერიუმი) შერჩეული თემებიც გამოკითხულთა უმრავლესობისთვი-90 % საინტერესო იყო ( 8,9,10 ქულით შეაფასეს), თუმცა რამდენიმე მოსწავლის მხრიდან ზეპირად აღინიშნა რომ თემა ,,ქიმიიდან ქიმიამდე", სადაც ქიმიის განვითარების  და მეცნიერებად ჩამოყალიბების ისტორია იყო განხილული  ნაკლებად საინტერესო იყო და შეიძლებოდა უფრო მეტი ფაქტებით დატვირთული.
4-5 კრიტერიუმი)  ყველა მოსწავლემ-100%-მა ( 10 ქულით შეაფასეს) უპასუხა რომ მათი მოლოდინები გაამართლა პროექტმა და სურთ კვლავაც გაგრძელდეს.
6 კითხვა- რა ხარვეზი ქონდა პროექტს: მოსწავლეთა უმრავლესობა მოერიდა პასუხის გაცემას ან არ იცოდნენ რა დაეწერათ, ერთმა დაწერა რომ გაკვეთილების შემდეგ დარჩენა არ არის მისთვის სასურველი, ერთს ცდების ჩატარება უფრო მოეწონებოდა.
7კითხვა-  რა მოგცათ პროექტმა, უმრავლესობამ უპასუხა რომ ქიმია ძალიან საინტერესო საგანია, სურვილი გაუჩნდათ კიდევ მეთი ინფორმაცია მოიძიონ წყალში ხსნადი და უხსნადი მარილების შესახებ, ასევე დაინტერესდნენ მთის ქანების შემცველობით, ერთმა მოსწავლემ დაწერა რომ პრომეთეს მღვიმე აქვს დათვალიერებული და სიამოვნებით წავიდოდა კიდევ ერთხელ და ახლა სულ სხვაგვარად შეხედავდა სტალაგმიტებს და სტალაქტიტებს. დავასკვენი რომ მათში ინტერესი გამოიწვია.
8 კითხვა- რას მოელოდით ამ პროექტისგან, თითქმის ველა პასუხი მსგავსი იყო, მაგრამ საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის ერთი პასუხი მოსწავლემ მითხრა რას არ მოელოდა, აღმოჩნდა რომ თავიდან არ უნდოდა პროექტში მონაწილეობა, მაგრამ მუშაობის პროცეცში იმდენი საინტერესო ინფორმაცია მოიძია და გაეცნო, არარ უნდოდა პროექტის დამთავრება, ამას ნამდვილად არ მოველოდი ჩემი თავისგანო.
 ჩემს მიზანს- მეტი დაინტერესება გამომეწვია მიღწეულად ვთვლი.
აქტივობების დამატება არ დამჭირვებია, თუმცა მომავალში მსგავსი პროექტის განხორციელებისას დავამატებ სადემონსტრაციო ცდებს, ახლაც ვფიქრობდი, მაგრამ პირველად მოვსინჯე პროექტგაკვეთილი  და არ ვიცოდი  მოსწავლეთა წინარე უნარ-ჩვევები საკმარისი იქნებოდა თუ არა ასეთი აქტივობისთვის.

პროექტგაკვეთილის :ასალები განთავსებულია ბლოგზე:
https://www.blogger.com/blogger.g?blogID=6711968239410985726#allposts/postNum=4


                                                                                                                  09/03/2018 წელი

Комментариев нет:

Отправить комментарий